ეკონომიკა

ფულადი გზავნილების მოცულობა 22.1%-ით გაიზარდა

14.08.20 15:00


საზღვარგარეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ ივლისში $188.7 მლნ (578 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.1%-ით მეტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების მოცულობა25%-ით $73.8 მლნ-მდე გაიზარდა.

ივლისში იტალიიდან საქართველოში $28 მლნ გადმოირიცხა, საბერძნეთიდან $20 მლნ, ხოლო გერმანიიდან $7 მლნ.

სხვა ქვეყენბიდან $40 მლნ-ით პირველ ადგილს რუსეთი ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი 21.4%-მდეა შემცირებული. მაშინ როცა სხვა ქვეყნებიდან ორნიშნა ზრდა ფიქსირდება, რუსეთის შემთხვევაში ზრდის ტემპი 4%-ზე ნაკლებია.

ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ $22.2 მლნ (68.1 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით აღემატება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები