საზოგადოება

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღებაზე რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

14.08.20 15:40


0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან 1-ელ დეკემბრამდე შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge.
ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

• ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი

• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი

• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)

• საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.

ერთჯერად დახმარებას ბავშვები და მოზარდები სასწავლო წლის დაწყებამდე და სწავლის პროცესში მიიღებენ.

17 წლის ჩათვლით პირებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, 6 აგვისტოს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები