პოლიტიკა

მინსკში ზურაბიშვილის ვიზიტის შესახებ ცნობას ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს

17.08.20 10:15


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, რომ 16 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილი მინსკში იმყოფებოდა. შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“კატეგორიულად უარვყოფთ გავრცელებულ ინფორმაციას. პრეზიდენტს არათუ სქართველო, თბილისიც კი არ დაუტოვებია”, – ამბობენ ადმინისტრაციაში პრეზიდენტზე.

თავდაპირველად, ანალიტიკოსმა ეგორ კუროპტევმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი 16 აგვისტოს მინსკში ჩაფრინდა, იქ ერთი საათი დაჰყო და უკან დაბრუნდა. ამას მოჰყვა ცნობა ზურაბიშვილის გამგზავრების შესახებაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.

16 აგვისტოს მინსკსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მასშტაბური აქციები ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები