პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - ძალა ერთობაშია მეგობრებო და არა გაუთავებელ ურთიერთბრალდებებსა და ტალახის სროლაში

17.08.20 11:45


არ ავყვეთ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს, რომლებიც კვლავ სხვების ლანძღვით ცდილობენ თავის დამკვიდრებას , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვაშაძის განცხადებით, ძალა ერთობაშია და არა გაუთავებელ ურთიერთბრალდებებსა და ტალახის სროლაში.

"უამრავი შეტყობინება მოდის, რომ ერთმა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ეს თქვა შენზეო, მეორემ - ისო.

მეგობრებო, ჩვენ მათ არ ვპასუხობთ არა იმიტომ, რომ პასუხები არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ მათ სიბრიყვეს ჩვენსას ვერ დავუმატებთ და ამით კიდე უფრო ვერ გავახარებთ ივანიშვილს.

მე და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდს გვაქვს მიზანი და ამბიცია, რასაც ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში მოვიყვანოთ სუფთა, პროფესიონალი და მაღალი პოლიტიკური კულტურის ადამიანები და არა თანამდებობებს დახარბებული პოლიტიკოსები. ჩვენი კონცენტრირებულნი ვართ აღმშენებლობაზე და არა გაუთავებელ კინკლაობაზე.

არ ავყვეთ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს, რომლებიც კვლავ სხვების ლანძღვით ცდილობენ თავის დამკვიდრებას. ძალა ერთობაშია მეგობრებო და არა გაუთავებელ ურთიერთბრალდებებსა და ტალახის სროლაში. გამარჯვება ახლოსაა, საქართველო გაიმარჯვებს!" - წერს "ფეისბუქზე" გიორგი ვაშაძე.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები