პოლიტიკა

"შემაშფოთებელია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში საქართველოს ელჩი არ იყო ბელარუსში"- სერგი კაპანაძე

17.08.20 13:20


ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს განმარტოს თუ ვინ და რატომ იმყოფებოდა ბელარუსში მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავით.

"თუ მართლა ელჩი ჩაიყვანეს სასწრაფოდ გუშინ ღამით, იმის გამო, რომ ის იმყოფებოდა შვებულებაში, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს იწვევს და შემაშფოთებელიც არის ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში ბელარუსის ისტორიაში, როდესაც ერთი კვირაა, თითქმის, მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები და როდესაც ბელარუსი ხალხი იბრძვის თავის არჩევნებისთვის, საქართველოს ელჩი რომ არ იყო ბელარუსში, ეს არის უბრალოდ გაუმართლებელი.

ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო კითხვის ნიშნების აღმძვრელი და არა ის, რომ გუშინ ღამით ჩაიყვანეს იქ. თუ მართლა ასე არის, გაცილებით ადრე უნდა ჩაეყვანათ მინსკში, გამომდინარე იმ სერიოზული სიტუაციიდან, რომელიც იქ არის", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები