პოლიტიკა
17.08.20 13:40
ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის კომენტარები ასახავს ამერიკაში, ევროპასა და რა თქმა უნდა, საქართველოში ინტერესისა და შეშფოთების დონეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ელჩის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.
„ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები. ქართველებისთვის ეს არის შესაძლებლობა, აირჩიონ უფრო მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელშიც უკეთესად იქნება წარმოდგენილი შეხედულებებისა და ინტერესების მრავალფეროვნება.
ვიმედოვნებ, მაჟორიტარი კანდიდატების გარდა, რომლებსაც ხალხი იცნობს, ქართველები, ასევე ყურადღებას მიაქცევენ პროპორციულ სიებს, რომელიც ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე აქამდე, რადგან უფრო მეტი კანდიდატია წარმოდგენილი. ეს არის საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი, 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად. ასე რომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილის კომენტარები ასახავს ამერიკაში, ევროპასა და, რა თქმა უნდა, საქართველოში ინტერესისა და შეშფოთების დონეს“, – განაცხადა ელჩმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24