პოლიტიკა

თურნავა: ჩვენი ელჩი ბელარუსში დანიშნულების ადგილზე ბრუნდებოდა, ატეხილი აჟიოტაჟი არ მესმის

17.08.20 16:00


ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი საქართველოდან ბელარუსის მიმართულებით 16 აგვისტოს განხორციელებულ ფრენას.

თურნავა ამბობს, რომ თბილისსა და მინსკს შორის ჩარტერული ფრენები პერიოდულად ხორციელდება.

„რამდენადაც ვიცი, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება. ჩვენი ელჩი ბრუნდებოდა თავისი დანიშნულების ადგილას, რაც სრულიად ბუნებრივია. საერთოდ არ მესმის ამ საკითხის ირგვლის ატეხილი აჟიოტაჟი რა მიზანს ისახავდა“, - განაცხადა თურნავამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საგარეო უწყებამ საქართველოდან ბელარუსში 16 აგვისტოს განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება გააკეთა.

„გამომდინარე იქედან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ“, - აცხადებენ უწყებაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები