პოლიტიკა
17.08.20 16:40
არჩევნებთან მიმართებაში პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ერთ მხარეს. ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და ამომრჩევლების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო-ს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.
„ვთვლი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ემზადება არჩევნებისთვის, რადგან ჩვენ აქტიური კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს პარტიებთან, მათ შორის საზღვრების დადგენასთან, ოლქების ფუნქციების საკითხებთან მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 68 პოლიტიკურმა პარტიამ მოგვმართა და რაც მთავარია, შესაძლებლობები პოლიტიკური წარმომადგენლობის, ცხადია, არის გაცილებით უკეთესი, რაც ზუსტადაც განსაზღვრავს მათ მაღალ მოტივაციას არჩევნებში მონაწილეობისთვის. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო და ვთვლი, რომ პასუხისმგებლობა არჩევნებთან მიმართებაში არ არის მხოლოდ ერთ მხარეს.
ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და ამომრჩევლების წინაშე, რომ მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, ყოველგვარი გართულებების გარეშე მათ უნდა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა ჟვანიამ
ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კიბერჰიგიენის კუთხით არჩევნებს მომზადებული ხვდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო-ს რეკომენდაციები, რომელზეც გვაქვს შესაბამისი პასუხი.
ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველ რიგში მიიჩნევს, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და მათი მხარდაჭერით განხორციელდა, ნამდვილად პოზიტიურია. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ნებისმიერ საკითხს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას და მეორე მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობა, პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობა, კანონის პატივისცემა და იმ გზის გავლა, რაც არჩევნებს სამართლიანობის და თავისუფლად ჩატარების გარანტიებს მისცემს“, – განაცხადა ჟვანიამ.
რაც შეეხება პანდემიის ფონზე არჩევნების გამართვას, თამარ ჟვანიას თქმით, კონკრეტული გაიდლაინები ახლო მომავალში გაიწერება.
რაც შეეხება პანდემიას, ზუსტად ამ ნაწილში ჩვენ, ასევე ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოსთან. გვაქვს გარკვეული მონახაზი, რომელიც უკვე იყო ჩემს მიერ გაჟღერებული. შეიძლება იყოს პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები საარჩევნო უბნებზე და არამხოლოდ პირბადეები, ხელთათმანებით მუშაობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, ცალსახად და ზუსტად გაიწერება მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები და ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მათი ჩართულობითა და მონაწილეობით“, – განაცხადა ჟვანიამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24