პოლიტიკა

ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას - ზურაბიშვილის პირველი განცხადება ბელორუსში მიმდინარე პროცესებზე

17.08.20 17:20


საქართველოს პრეზიდენტის ბელორუსში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველლანაირ ძალადობას ემიჯნება . სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ბელორუსში მიმდინარე მოვლენები ისე დასრულდება, რომ ის ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს.

"საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელორუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას, - წერიია პრეზიდენტის განცხადებაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები