პოლიტიკა

გია ვოლსკი - „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი, გაიმარჯვოს არჩევნებში და დააკომპლექტოს მთავრობა

17.08.20 17:40


საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში და დააკომპლექტოს მთავრობა.

მისივე თქმით, პარტია ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან წინასაარჩევნოდ თანამშრომლობას არ განიხილავს.

„ამ ეტაპზე არავისთან, არც „პატრიოტთა ალიანსთან“, არც ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან არ განიხილება თანამშრომლობა. არამგონია, „პატრიოტთა ალიანსმა“ საგარეო პოლიტიკაზე საკუთარი შეხედულებები შეცვალოს, რასაც ჩვენ არათუ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, არამედ ვფიქრობთ, რომ ქვეყნისთვის ეს პოზიცია დამაზიანებელია. არჩევნების შემდეგ ვიმსჯელებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ექნება კონკრეტული ხედვა ქვეყნის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. შეიძლება, მოვუსმინოთ, მათი აზრი გავითვალისწინოთ და პარლამენტიც სწორედ ამას ნიშნავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, არის თუ არა ამგვარი პარტია „ევროპული საქართველო“, ვოლსკი ასე პასუხობს: „ევროპულ საქართველოს“ მოჰყვება ძალიან ძიმე დანაშაულებები და ძალიან არასწორი ნაბიჯები, თუნდაც რუსეთთან მიმართებაში – განცხადებებს ერთს აკეთებდნენ და საქმიანობა აბსოლუტურად სხვანაირი ჰქონდათ. ამ საქმიანობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ტერიტორიები ოკუპირებულია და უამრავი ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ. ეს დანაშაულია და ამ დანაშაულის მიღმა ახალი რა შეიძლება შემოგვთავაზონ, რაც საზოგადოებისთვის მისაღებია, არ ვიცი. დაველოდოთ არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.





წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები