პოლიტიკა

„სოლიდარობის ალიანსმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

18.08.20 10:15


დღეს 17 აგვისტოს პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

8 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ:

მთაწმინდა-კრწანისის ოლქი – ჯაბა ჯიშკარიანი

ვაკის ოლქი – ბექა ნაცვლიშვილი

საბურთალოს ოლქი – ლევან გოგიჩაიშვილი

დიდუბე-ჩუღურეთის გაერთიანებული ოლქი – გედევან ფოფხაძე

ისნის ოლქი – რამაზ ბლუაშვილი

გლდანის ოლქი – ლაშა გიორგაძე

სამგორის ოლქი – ალექსანდრე რიჟამაძე

დღევანდელ წარდგენაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა წინასაარჩევნო მიზნებიც წარადგინა. მათ შორის:

„ჩვენ გპირდებით, რომ საქართველოში დაწესდება მინიმალური ხელფასი 500 ლარის ოდენობით, შეიქმნება უმუშევრობის დაზღვევის სისტემა და ყველა დასაქმებულს შეექმნება ღირსეული შრომითი პირობები.

ყველა ადამიანს, რომლის შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია დაუწესდება საგადასაღადო შეღავათი – გაუნახევრდება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი და ამით მათ ოჯახებში მომდევნო 4 წელიწადში 2 000-დან 4000 ლარამდე ფინანსური რესურსი დარჩება.

გპირდებით, რომ ყველა დევნილს ექნება საკუთარი ბინა 28-წლიანი ლოდინის შემდეგ და არც ერთი ადამიანი არ დარჩება ხელმისაწვდომი და ღირსეული საცხოვრისის გარეშე,“ – თქვა მარიამ ჯაშმა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები