ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ „Ferring Pharmaceuticals“-მა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის დაწყება გადაწყვიტოს

18.08.20 13:20


„მსხვილი ევროპული ფარმაცევტული კომპანია „Ferring Pharmaceuticals“ - ი განსაკუთრებით დაინტერესებულია მიკრობიოლოგიითა და ფაგებით. კომპანიაში დადებითად აფასებენ საქართველოში არსებული ეკონომიკურ ვითარებას და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს.

კომპანიაში ინვესტიციებისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფარმაცევტული კომპანიის „Ferring Pharmaceuticals“ - ის პრეზიდენტ პერ ფალკთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

ონლაინ - შეხვედრა უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდა.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა „Ferring Pharmaceuticals“-მა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნეს საქმიანობის დაწყება საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა თავის სამშობლოში და მსოფლიოში აღნიშნული პროფილის 50 უმსხვილესი კორპორაციათა შორისაა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები