პოლიტიკა

გიორგი გახარია - „ოცნების“ გუნდის ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი

18.08.20 16:20


„ოცნების“ გუნდის ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანი, რომლის მსახურებაც საქართველოს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ძირითადი მიზანი, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ წალკაში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვებს ძლიერი განათლების სისტემა უნდა ჰქონდეთ, თუმცა განათლების რეფორმას წლები სჭირდება.

„ჩვენს ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი განათლების სისტემა და ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ განათლების სისტემის რეფორმირების სისწრაფეს, თუმცა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ განათლების რეფორმას წლები სჭირდება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ყველასთვის უნდა იყოს სამართლიანი პირობები, რომ ყველამ ღირსეული შრომით არჩინოს საკუთარი ოჯახი.

„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც შესწირეს შრომით წლები საქართველოს და მათ უნდა შეეძლოთ ღირსეულად იცხოვრონ და გაატარონ თავიანთი მოხუცებულობა. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ერთად უნდა გვქონდეს სამართლიანი პირობები იმისთვის, რომ ვიშრომოთ და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები