პოლიტიკა

"წინასაარჩევნო ბაქიბუქი... ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი"- ვოლსკი ოპოზიციას

18.08.20 17:20


ოპოზიციის საუბარი გამარჯვებაზე წინასაარჩევნო ბაქიბუქია - მია შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ მემორანდუმის ხელმოწერას გამოეხმაურა.

"იგივე ოქრუაშვილი რუსეთის პლატფორმიდან ადანაშაულებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ ადამიანების ლიკვიდაციას ავალებდნენ და ის უარს ამბობდა, არის ბევრი სხვა თემაც, რომელიც ამ პიროვნებებს ერთმანეთისგან აცილებს თავის დამოკიდებულებით საკითხების მიმართ.

რაც შეეხება თვითონ კანდიდატურებს, მათ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, დამარცხების და გამარჯვების შესახებ საუბარს, რასაკვირველია, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ანალიზი, ვისთან გვაქვს საქმე, რით განსხვავდებიან ეს ადამიანები ერთმანეთისგან და სად არის მათი გაერთიანების მთავარი წერტილი. ეს არის მათი დესტრუქციული სტრატეგია, ბაქიბუქი და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, რომ მათ ხმები უნდა დაიცვან მაშინ, როცა ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი და ამას შეძლებს სახელისუფლებო რგოლი. მე ვფიქრობ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მცირე შანსები აქვთ ოპოზიციას, მათ შორის თბილისში და ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები