პოლიტიკა
18.08.20 17:40
“დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ წალკის, ეს არ იქნება მხოლოდ თქვენი მაჟორიტარის გამარჯვება. ეს იქნება სრულიად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წარმატება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წალკაში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას . ყველას მადლობას მოგახსენებთ დღეს აქ შეკრებისთვის და მობრძანებისთვის.
2012 წელს, „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად მოვიდა და მოძალადე ხელისუფლებას ჩვენი ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ. ჩვენ ერთად შევძელით და დავამკვიდრეთ მშვიდობა და სტაბილურობა.
ჩვენმა გუნდმა მოქალაქეზე და მის საჭიროებებზე მორგებული რეფორმების განხორციელება დაიწყო. ჯანდაცვა საყოველთაო გახდა და ადამიანებს ვალების აღება, სახლების გაყიდვა გადაუდებელი დახმარებისთვის აღარ სჭირდებათ. ჩვენ დავიწყეთ მედიკამენტებით უზრუნველყოფის და სხვა უამრავი სოციალური პროგრამების განხორციელება იმ ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
წალკა ეთნიკურად მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია, აქ მეგობრულად თანაცხოვრობენ სხვადასხვა წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები და ყველას აერთიანებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, წალკელები საოცრად მშრომელი ხალხი ხართ, ამას ზუსტად ეს დამუშავებული, ნაყოფიერი ველები და მაღალგანვითარებული მესაქონლეობის კულტურა მოწმობს.
ამ მკაცრ კლიმატურ პირობებში შრომას კი სახელმწიფოს და ხელისუფლების თანადგომა, მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოჯახის წინაშე მდგარი გამოწვევების კარგად ცოდნა სჭირდება.
სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ადამიანი, რომელიც გაატარებს და დაიცავს თქვენი, მუნიციპალიტეტის, აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ განხორციელებულ პროექტებზე, პროგრამებზე, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მიმართულებით, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასევე ბევრია გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომლებსაც სჭირდება მოგვარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვეშინია ამ პრობლემების, იმიტომ რომ კარგად ვიცით, კარგად გვაქვს გააზრებული თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები და აქაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ერთიანობა და ერთად დგომა, როგორც ეს მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და გრძელდებოდა ყველა არჩევნებზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ წალკის, ეს არ იქნება მხოლოდ თქვენი მაჟორიტარის გამარჯვება. ეს იქნება სრულიად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წარმატება. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”,- განაცხადა კალაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24