პოლიტიკა

ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული და უნდა დავასრულოთ, რომ საბოლოოდ შეიქმნას ძლიერი სახელმწიფო - გიორგი გახარია

19.08.20 10:15


„ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცის, რა, სად და რამდენი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დმანისში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

„მოგესალმებით დმანისელებო. როგორც კახიმ თქვა, ეს ფაქტი მეცნიერების მიერ დადასტურებულია და პირველი ევროპელების სამშობლო არის აქ. ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ყველას უნდა გავაგებინოთ. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიულად ეს კუთხე, განსაკუთრებით შუა საუკუნეების საქართველოში, დმანისი ყოველთვის იყო სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს რა თქმა უნდა, არის პერსპექტივის, დიდი მომავლის საწინდარიც.

აქ, ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ, იმაზე, რას გავაკეთებთ ხვალ, როგორი გეგმები გვაქვს. ერთმნიშვნელოვნად ყველანი ვთანხმდებით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს უკვე დაწყებული და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოოდ შეიქმნას ეკონომიკურად ძლიერი, წარმატებული ევროპული სახელმწიფო. ეს არის ჩვენი მიზანი, რომლის ცენტრშიც ყოველთვის იყო ადამიანი და რომლის ცენტრშიც ყოველთვის იქნება ადამიანზე ზრუნვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები