მსოფლიო
19.08.20 15:40
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად გადადგა, აცხადებს, რომ 2016 წელს ყარაბაღის 4-დღიანი ომი რომ გაგრძელებულიყო, სომხეთის ყარაბაღის დამოუკიდებლობას ოფიციალურად აღიარებდა.
„სამხედრო ოპერაციები რომ გაგრძელებულიყო, ჩვენ ნამდვილად ვცნობდით მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, რათა გვეჩვენებინა, რომ ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ჩვენი პირობა, რაც ჩვენს ხალხს მივეცით. პირობა, რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები არის მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტი, და სომხეთი გამოიყენებს ყველაფერს მთიანი ყარაბაღის ხალხის დასაცავად“, – განაცხადა სერჟ საქრისიანმა 19 აგვისტოს პრესკონფერეციაზე.
ეს მისი თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია იყო.
„მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, სომხეთის რესპუბლიკა იძულებული იქნება, რომ აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მან.
სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო.
აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.
1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.
ყარაბაღში 2016 წელს მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა, რასაც აპრილში 4-დღიანი ომი მოჰყვა. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 2020 წლის ივლისშიც, როდესაც სამხედრო მოქმედებებმა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გადაინაცვლა. ამჟამად ვითარება შედარებით სტაბილურია.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24