პოლიტიკა

ევროკომისარი: ბელარუსი საქართველოსა და უკრაინას არ უნდა შევადაროთ

19.08.20 16:00


ბელარუსში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროკავშირის ლიდერები აპირებენ, ქვეყანას სანქციები გაუმკაცრონ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სასწრაფოდ გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, 19 აგვისტოს გახდა ცნობილი.

როგორც ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა, ნათელია, რომ ბელარუსში სიტუაცია ხალხის სურვილის შესაბამისა არ ვითარდება.

„მიუღებელი ძალადობა და კანონის უპატივცემულობა დაფიქსირდა. ბალარუსს სანქციები უკვე ჰქონდა დაკისრებული და ეჭვგარეშეა, დღეს, ნაშუადღევს გაუმკაცრდება“, -განაცხადა ბრეტონმა.

მისივე თქმით, პუტინთან მოლაპარაკებები ქვეყნის რუსეთთან მჭიდრო კავშირზე მეტყველებს.

„ბელარუსი არ არის ევროპა, ის ევროპის საზღვარზე, ევროპასა და რუსეთს შორის მდებარეობს და სიტუაცია არ უნდა შევადაროთ უკრაინასა და საქართველოს. ბელარუსი მტკიცე კავშირშია რუსეთთან და მოსახლეობის უმრავლესობაც სიმპათიაა განწყობილი რუსეთის მიმართ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით, მე-11 დღეა ბელარუსში საპროტესტო ტალღა არ წყდება. მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ნაწილი პოლიციამ დააკავა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, როგორც წინასაარჩევნო გარემო, უშუალოდ არჩევნები, რომელშიც კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა და პროტესტისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები