პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობამ არა მარტო ჩვენი ფული, არამედ ჩვენი ახალგაზრდების მომავალიც მოიპარა

19.08.20 16:20


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ „დამსხვრეული ოცნებების პარტიამ“ ბიუჯეტიდან დიდი ფული მოიპარა, ახალგაზრდებს ქვეყანაში განვითარების პერსპექტივაც წაართვა.

ვაშაძის თქმით, ბოლო წლების მანძილზე ახალგაზრდების ემიგრაციაში წასვლის მაჩვენებელმა მოიმატა, რადგან ისინი ქვეყანში განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ.

„დამსხვრეული ოცნებების პარტიამ“ არა მარტო დიდი ფული მოიპარა ბიუჯეტიდან და ბევრი პრობლემა შექმნა ქვეყანაში, არამედ ახალგაზრდებს წაართვა პერსპექტივა ქვეყანაში განვითარების. ბოლო წლების მანძილზე სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ემიგრანტების ასაკი გაახალგაზრდავდა ანუ ახალგაზრდა ვერ ხედავს საკუთარ პერსპექტივას ქვეყანაში, სამწუხაროდ, მათ უწევთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა, ახალგაზრდა ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს შესაბამისად ქვეყანა, რომელიც ახალგაზრდა თაობას ვერ უქმნის პერსპექტივას, ვერ უქმნის შესაძლებლობას განვითარების, რაღა თქმა უნდა, ასეთ ქვეყანას არ აქვს მომავალი . თქვენთან ერთად , ახალგაზრდებთან ერთად უნდა ვნახოთ სად არის გამოსავალი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს გვაქვს ჩვენი პროგრამა, მაგრამ სწორედ თქვენი მონაწილეობით დღეს უნდა ჩამოვაყალიბოთ ის მთავარი გეგმა და სტრატეგია , ის მთავარი პროგრამა რაც ჩვენ უნდა გვქონდეს. ჩვენი ახალგაზრდები დამსხვრეული ოცნების მსხვერპლია - ასობით ათასმა ახალგაზრდამ დატოვა საქართველო, გაიქცა იმ ქვეყნიდან, სადაც მათ ვერ იპოვეს სამართლიანი შანსები, კორუფციის, დანაშაულის და სიღარიბის გამო. ჩვენ უნდა დავამთავროთ ეს „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობა ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად და დავუბრუნოთ იმედი და რწმენა მათ საქართველოში. ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერით ხელახლა ავაშენებთ ქვეყანას კარგად ანაზღაურებადი სამუშაოების შექმნით, განათლების სფეროში რეფორმებით და თანამედროვე ევროპული დემოკრატიით!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები