პოლიტიკა

ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

19.08.20 16:40


ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორთან, ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს „კოვიდ 19“-ის გავრცელების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალური და ეკონომიკური ზომები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან, ხაზი გაესვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს პანდემიის პირობებში ექსპერტული და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის კონტექსტში.

WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიეუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ ქვეყანა რეგიონში სამაგალითოა არა მხოლოდ „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის, C ჰეპატიტთან ბრძოლისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. იგი მიესალმა ჯანდაცვის საკითხებზე საქართველოს მთავრობის მაღალ დონეზე აქტიურობას და აღნიშნა, რომ სწორედ მაღალი დონის ჩართულობით შეძლო ქვეყანამ „Health for all” პრინციპის დაცვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები საქართველოსა და WHO-ს ურთიერთობების გაგრძელებასა და ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები