პოლიტიკა

სიძულვილის ენა, დეზინფორმაცია, მოსყიდვა, დაშინება და ძალადობა - როგორ აფასებს NDI ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს

19.08.20 17:00


ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. NDI მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.

მათი რეკომენდაციით, ხელისუფლებამ თავის უნდა შეიკავოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან, სიძულვილის ენის, მოსყიდვისა და ძალადობისგან:

"ხელისუფლების წარმომადგენლებმა NDI-თან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ისინი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ და ამისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ცვლილებებსაც გაატარებენ. აღნიშნული განცხადება მისასალმებელია, თუმცა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის ასამაღლებლად ამას კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყვეს.

ხელისუფლებამ საჯარო მოხელეებს და საზოგადოებას მკაფიოდ უნდა განუმარტოს, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არ დაუშვებს. ამასთან, ამ რეგულაციის აღსრულების მკაცრი მონიტორინგი და დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოხდეს. ეს აუცილებელია დაუსჯელობის კულტურის თავიდან ასაცილებლად.

ქართული ოცნების და მთავრობის ლიდერებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა პარტიასა და მთავრობას შორის მკვეთრი ხაზი გაავლონ და კამპანიის მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსების გამოყენება აღკვეთონ.

ერთობლივად ან ინდივიდუალურად, პარტიებმა პირობა უნდა დადონ, რომ მოერიდებიან არაეთიკურ კამპანიებს, სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას, გაყალბებას, ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებასა და ძალადობას. მათ ანგარიშვალდებულების შიდა მექანიზმები და სანქციები უნდა დანერგონ" - ნათქვამია NDI-ს განცხადებაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები