პოლიტიკა
20.08.20 10:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს.
ანდრი ტარანმა თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად საქართველო აირჩია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას. ყურადღება გამახვილდა საერთო სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საფუძვლებს ემყარება.
ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მრავალწლიან მეგობრობას. მინისტრებმა ქვეყნების საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ძირითად გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსია რჩება, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ნატოსთან თავდაცვის ძალების ურთიერთთავსებადობა.
კოლეგებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და მზადყოფნა გამოთქვეს, გამოცდილება ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში, თავდაცვის რეფორმირებაში, კიბერუსაფრთხოებაში, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაში გაუზიარონ.
შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.
„მოხარული ვარ, რომ ვხვდები ჩემს ქართველ კოლეგას – ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ თავდაცვის მინისტრის რანგში. კმაყოფილი ვარ, რომ ვიზიტი მეგობრულ სახელმწიფოსთან შედგა, რომელიც ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის მიმართ. ჩვენ ჩვენი პარტნიორების მადლიერები ვართ ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის პოლიტიკურ, თავდაცვის და დიპლომატიურ სფეროებში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ასახავს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს, თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ურთიერთმისწრაფებას აზოვისა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევა აქვს – ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. სწორედ ამაზეა მიმართული ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.
დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ აქტუალური საკითხების განხილვას, რომელიც ჩვენს საერთო ინტერესს წარმოადგენს. ეს არის აზოვი-შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შეფასება, მისი განვითარების ტენდენციები, პერსპექტივები და გამოწვევებზე რეაგირება, ასევე თავდაცვის სფეროს რეფორმირება,- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანიმ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24