პოლიტიკა

ვნახოთ 2012 წლამდე რა ხდებოდა კრიმინალთან დაკავშირებით და გავაკეთოთ შედარება - კახი კალაძე

20.08.20 10:30


დედაქალაქის მერი, კახი კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესებული არაა.

კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, შეადარონ რა ხდებოდა კრიმინალთა დაკავშირებით 2012 წლამდე და მის შემდეგ, მისი თქმით, დავინახავთ, რომ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს.

„ეს არის ტყუილი. ყველაფერი არის შედარებითი. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ხოლმე, როდესაც წარსულს ვიხსენებთ. ვნახოთ, 2012 წლამდე რა ხდებოდა კრიმინალთან დაკავშირებით და გავაკეთოთ შედარება. ყველაფერი არის შედარებითი. აშკარად დავინახავთ, რომ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. თუ იმას ვიტყვით, მოგვწონს არსებული სიტუაცია? რა თქმა უნდა, არა. გვინდა, ბევრად უკეთესი იყოს", - ამბობს კახა კალაძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები