პოლიტიკა

შავი სია "ევროპულ საქართელოში" - შიდა დაპირისპირების შემდეგ პარტიიდან რამდენიმე წევრს გარიცხავენ

20.08.20 11:00


შიდა დაპირისპირება "ევროპულ საქართველოში" - მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ევროპული საქართველოს" ახალციხის ორგანიზაციაში რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხვას ელოდება. გარიცხვის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი ორგანიზაციის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, გელა დემეტრაძეა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გელა დემეტრაძეს პარტიის წევრები მოუწოდებენ, რომ განცხადება დაწეროს და დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგეს.

"ევროპული საქართველო" დემეტრაძეს პარტიიდან გარიცხვას მის მიერ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის და "ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო მაჟორიტარობის კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამო აპირებს.

ვინ დატოვებს "ევროპული საქართელოს" რიგებს და გახდებიან თუ არა ისინი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები