პოლიტიკა

"თავისუფალი დემოკრატები" ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმაც დატოვეს

20.08.20 12:00


პარტია "თავისუფალი დემოკრატები" შალვა შავგულიძესთან ერთად ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმაც დატოვეს.

ცნობილია, რომ ისინი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიაში იქნებიან.

"განვლილი 4 წლის მანძილზე გამგეობის წევრთა ნაწილს, რომელიც საბოლოოდ გამგეობის შემადგენლობის ოთხ წევრიან უმრავლესობად ჩამოყალიბდა, რეალურად არანაირი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია. მათ საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც კი. ასე მოვედით 2020 წლის ზაფხულამდე." - ამბობს შავგულიძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები