პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: ონკოლოგიურ პაციენტებს საჭირო პრეპარატები დაავადების ყველა ეტაპზე დაუფინანსდებათ

20.08.20 12:40


ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიურ პაციენტებს საჭირო პრეპარატები დაავადების ყველა ეტაპზე დაუფინანსდებათ.

მინისტრის თქმით, დღეს ქვეყანაში 38 000-ზე მეტი ონკოლოგიური პაციენტია.

„ეს არის, როგორც ფიზიკური, ისე მორალური და ფინანსური ტვირთი, არამხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მისი ოჯახისთვისაც. ამიტომაც, 2019 წლის ნოემბერში, შევქმენით გაფართოებული ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტები და პაციენტთა ჯგუფები. შევიმუშავეთ ცვლილება, რომელიც გვინდა შევთავაზოთ მოქალაქეებს. ეს ცვლილება ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომლებიც თანამედროვე მიდგომებისაა და ეფექტური გამოსავლებით ხასიათდება. სწორედ ამ პრეპარატთა ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ. დღემდე ამ მედიკამენტების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი ფინანსდებოდა და ძალიან ხშირად, მოქალაქეებს, მკურნალობის საბოლოო ეტაპზე აღარ მიუწვდებოდათ ხელი, შედაბამისად, უწევდათ ჯიბიდან გადახდა.

ვიცით რომ მკურნალობის ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და გადაწყდა, სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა და მოქალაქეები ამ რთულ პერიოდშიც დააფინანსოს - პრეპარატების ახალი თაობა გახადოს მათთვის ხელმისაწვდომი,“ - განმარტა მინისტრმა.

აღნიშნულ საკითხზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც.

მისი თქმით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ რჩება პრობლემურ საკითხად.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები