პოლიტიკა
20.08.20 13:40
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა აპირებს, რომ ფერმერებს, რომელთაც სტიქიის გამო ნერგები დაუზიანდათ ან გაუნადგურდათ, ახალი და უფრო ხარისხიანი ჯიშების შესყიდვაში დაეხმაროს. ამის შესახებ მან დღეს, 20 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც გახარიამ განმარტა, აღნიშნული დამხარება სოფლის მეურნების აქამდე არსებულ პროგრამაში — “დანეგრე მომავალში” დამატებითი პროგრამის სახით შევა და გარდა ნარგავებისა, ვაზის ჯიშებსაც შეეხება.
“დღეის მდგომარეობით, ჩვენს ბევრ ფერმერს უბრალოდ გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის [“დანერგე მომავლის”] ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები. რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად — რქაწითელი. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება”, — განაცხადა გახარიამ.
როგორც გახარიამ აღნიშნა, აღნიშნული პროგრამა 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხების დახმარებით დაიწყება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, ფერმრები ახალ ნერგებს თავად შეარჩევენ და მთავრობის თანადაფინანსებით შეისყიდიან.
“ამ შემთხვევაში ნერგების დაფინანსება მოხდება. ჩვენ გვაქვს აღიარებული სანერგე მეურნეობების ჩამონათვალი. ასევე, საშუალება ეძლევათ იმპორტული ნერგების ჩანაცვლების.
ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვზუღდავთ ფერმერებს, ვაძლევთ საშუალებას, რომ ხარიხსიანი ნერგი თვითონ შეარჩიონ, ეს იქნება ქართული თუ იმპორტული, იმისთვის, რომ მაქსიმალური ხარისხი მივიღოთ და კომფორტი ჰქონდეთ ფერმერებს. ამიტომ ჩვენ თანადაფინანსებაში შევდივართ და არა ნერგის დარიგებაში, რაც მათ არჩევანს შეზღუდავდა”, — განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ფერმერს, რომელსაც აღნიშნული პროგრამით სარგებლობა სურს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დასჭირდება, რომელიც დაადასტურებს, რომ სტიქიური უბედურება მოხდა და მისი დაზიანებული ნერგები ჩანაცვლებას ექვემდებარება.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24