პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც არის

20.08.20 15:20


როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 20 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ფრენები გადაიდოს.

„დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც არის ამ მომენტისათვის. იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება სექტემბერში კორონავირუსის გავრცელება, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენები თუ რომელ ქვეყანაში როგორ ვითარდება კოვიდ-ინფექციის გავრცელება და გარკვეულ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იღებენ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა, კოვიდ-19 კი პანდემიად 11 მარტს გამოცხადდა.

ცნობისთვის, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა დაწესებულია მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები