პოლიტიკა

გია ვოლსკი - ოპოზიციის მისწრაფებაა, როგორმე დესტრუქციული პროცესები განვითარდეს

20.08.20 16:40


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ მათი გამაერთიანებელი ნიშანი ამბიციები, პროცესების დესტრუქციული განვითარების სურვილია.

როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, ცალსახაა, რომ კინკლაობა საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობას და საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს, მაგრამ ამის უკან დევს სერიოზული პრობლემა, რომელიც აქვს ოპოზიციურ გაერთიანებას ეს არის ამბიციები.

„რაც მათ აერთიანებს, ეს არის მისწრაფება, როგორმე მეტი სტრესი იყოს საზოგადოებაში, დესტრუქციული პროცესები განვითარდეს და ამასთანავე, რაც ამსგავსებთ მათ ერთმანეთთან არის, ამბიციების დიდი რაოდენობა, ბაქი-ბუქი, რამაც ასევე საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაცია შექმნა პოლიტიკურ ველზე. ეს არის პრობლემა. თორე, ის, რომ ერთი პარტია ლანძღავს მეორეს, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, დიდი ხანია გრძელდება. ხან ერთად არიან, ხან ერთმანეთს ლანძღავენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები