პოლიტიკა
20.08.20 17:00
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პროგრამის “სახელმწიფო შენი პარტნიორი“ მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ადამიანებს ბიზნესის, საკუთარი საქმის წამოწყებაში. როგორც მან ამბროლაურში, პროექტის პრეზენტაციაზე განმარტა, დღეს საქართველოში 80 საზოგადოებრივ ცენტრში და იუსტიცის 24 სახლში შესაძლებელია იმ მომსახურეობით სარგებლობა, რისთვისაც აქამდე თბილისში ჩასვლა იყო საჭირო.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, საზოგადოებრივი ცენტრის 700 თანამშრომელი არის გადამზადებული, რომლებიც მოქალაქეებს კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ.
„მოგეხსენებათ, 2012 წლის შემდეგ სახელმწიფომ კონკრეტული პროგრამები მიიღო, როგორც „აწარმოე საქართველოში“, ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურენობის სამინისტროს, ტურიზმის განვითარების სააგენტოს ფარგლებში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თბილისში იყო თავმოყრილი. ამის მიუხედავად, ჩვენმა ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა სხვასდასხვა პროგრამით. მილიარდ ნახევარზე მეტი გაიცა სესხის სახით და შეიქმნა ათობით ათასი სხვადასხვა საწარმო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის სერვისები, რასაც სახელმწიფო ცალკე აღებულ მოქალაქეს სთავაზობს. მიგვაქვს მოქალაქესთან სერვისი იქ, სადაც ის ცხოვრობს. დღეს საქართველოში 80 საზოგადოებრივ ცენტრში და იუსტიციის 24 სახლში შეგიძლიათ მიიღოთ ზუსტად ის მომსახურება, რისთვისაც უნდა ჩასულიყავით თბილისში, მისულიყავით ერთ, მეორე, მესამე სამინისტროში, ბანკში და ასე შემდგომ. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცენტრის 700 თანამშრომელი არის გადამზადებული, რომლებიც პირდაპირ მოგაწვდიან არა მხოლოდ ინფორმაციას, არამედ მოგემსახურებიან. ხელმოწერის დონეზე შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება ამბროლაურში და სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში.
ამის მიზანი არის ის, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში“,-განაცხადა გახარიამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24