პოლიტიკა

"მე მხოლოდ მივესალმები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კანდიდატს თუ დააყენებს ისნის რაიონში" - დავით ჭიჭინაძე

21.08.20 10:45


პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ის მიესალმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს თუ დააყენებს ისნის რაიონში.

„ზოგადად, ყველა პარტიას თავისი კანდიდატი უნდა ყავდეს ყველა რაიონში. რადგან, რაც მეტი გემოვნების ამომრჩეველს ექნება სურვილი მოვიდეს და არჩევნებზე ხმა მისცეს,

„ ქართული ოცნებისთვის“ მეტი ხმების წართმევის შანსი გვეძლევა.

თანაც, როდესაც შენ ხალხს არჩევანს არ აძლევ და პირდაპირ ეუბნები ვინ უნდა აირჩიონ, ადამიანებს პროტესტი უჩნდებათ.

მითუმეტესე, ორივე ძალას, „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ , საკმაოდ მძიმე წარსული აქვს და ხალს კი ცვლილებები უნდა.

ანუ, ის რომ მე კოალიციაში არცერთ ძალასთან არ შევალ, ამაზე არაერთხელ მითქვამს და ჩემ სიტყვას არ გადავალ. თუმცა შევუერთდები იმ დეკლარაცისა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის ხმები უნდა დაიცვას ხელისუფლებისგან. რადგან ვთვლი, რომ ეს საკმაოდ ჯანმრთელი ინიციატივაა.“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები