პოლიტიკა
21.08.20 11:15
„რუსეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელ და მეგობრულ ურთიერთობებს. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და ჩვენი ხალხების საერთო ისტორია და კულტურა, რომელიც მილიონობით ადამიანის აკავშირებს ერთმანეთთან“, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა რუსულ გაზეთ „ტრუდ“-თან გააკეთა.
ლავროვის თქმით, მას იმედი აქვს,რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა ეს უახლოესი მომავლის საკითხია.
„ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდემოლოგიურ მდგომარეობას საქართველოში, რასაკვირველია, ველოდებით რეგიონში და მსოფლიოში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საერთო ნორმალიზაციას, რეგულარული ავიარეისების გახსნას სხვა მიმართულებებითაც ველოდებით“,- განაცხადა ლავრომა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატშიც მალე აღდგება.
იტერვიუში ლავროვმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ეკონომიკურ მდგენელზეც გაამახვილა ყურადღება და როგორც ის აცხადებს, მნიშვნელოვანია, ის გარემოება, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში რუსეთი საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია.
„ცხოვრება მაინც თავისას შვრება. 1,33 მლრ დოლარის (2019 წელი) საერთო საქონელბრუნვის მოცულობით რუსეთი დღეისათვის მყარად იკავებს საქართველოს მეორე საგარეო სავაჭრო პარტნიორის (თურქეთის შემდეგ) პოზიციას. საქართველო უკანასკნელი წლების მანძილზე სწორედ რუსეთში ახდენს წარმატებით თავისი ღვინის 2/3 რეალიზაციას. რუსეთი განაგრძობს ლიდერობას საქართველოში კერძო ფულადი გზავნილების მოცულობით (430 მლნ დოლარამდე გასულ წელს). ერთმნიშვნელოვნად ჩვენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების სასარგებლოდ “გამოთქვამენ აზრს” რუსი ტურისტები (1,5 მლნ 2019 წელს).
2013 წლის ბოლოს რუსეთს და საქართველოს შორის აღდგა რეგულარული საავტობუსო, ხოლო 2014 წლის ოქტომბრიდან – საავიაციო მიმოსვლა. მუშაობის სადღეღამისო რეჟიმზე იქნა გადაყვანილი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტი “ზემო ლარსი”. გააქტიურდა კულტურული, სპორტული, სამეცნიერო, რელიგიური, საქმიანი კონტაქტები. ამ ფონზე ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დამუშავებაც კი დავიწყეთ“, – აცხადებს ლავროვი.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24