პოლიტიკა
21.08.20 11:45
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) და აშშ-ის საელჩოს ნიჭიერ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით გავაგრძელებთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია DFC-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომელიც ადამ ბოელერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის და ადამ ბოელერის მხარდაჭერას განსაკუთრებით აფასებს.
„ძალიან ვაფასებ საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის და ადამ ბოელერის მხარდაჭერას. ამ უწყების და აშშ-ის საელჩოს ნიჭიერ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით გავაგრძელებთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან მაღალი დონის თანამშრომლობისა, არა მხოლოდ დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც. მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ეკონომიკური ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებს შორის.
აგრეთვე, გიორგი გახარიამ ადამ ბოელერთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებისა და ხელშეწყობის მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და ამის კარგი მაგალითია პანდემიის პირობებში, ფოთის პორტში, „პეის ტერმინალის“ დაფინანსება.
პრემიერმა აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების მხარდაჭერისა და დაფინანსებისთვის, მათ შორის, როგორიცაა საქართველოს ზღვისპირეთში საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა, საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, ჯანდაცვა, ტურიზმი და სხვა და ადამ ბოელერი საქართველოში მოიწვია.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24