პოლიტიკა

"სადაც გიორგი ვაშაძეა იქ ვერასდროს ნახავთ, რამე ვთქვით და არ შევასრულეთ, სიტყვის კაცობა ცხოვრების უპირველესი პრინციპია ჩვენთვის!" - გიორგი ვაშაძე

21.08.20 12:40


თუ ვინმე შეთანხმებას ერთი მანდატით მეტის მიღების ცდუნების გამო არ უფრთხილდება, ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამ რვა წელმა ვერაფერი გვასწავლა - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ის შეთანხმებას ყოველთვის ასრულებს, რადგან საერთო გამარჯვებისთვის იბრძვის.

„როცა დიდი საქმეების კეთებაზე გვაქვს ამბიცია, უნდა გვესმოდეს, საერთო ოპოზიციური კანდიდატები, საერთო ოპოზიციური კოორდინაცია საერთო გამარჯვებისთვის გვჭირდება და თუ ვინმე ამ შეთანხმებას ერთი მანდატით მეტის მიღების ცდუნების გამო არ უფრთხილდება, ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამ რვა წელმა ვერაფერი გვასწავლა.

ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო,

გულწრფელად არ მინდა, ეს გამოთქმა გამართლდეს ზოგიერთ ჩემი კოლეგისა და პარტნიორის მიმართ.

და ბოლოს, მინდა იცოდეს ყველამ, სადაც გიორგი ვაშაძეა და "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდია, იქ ვერასდროს ნახავთ, რამე ვთქვით და არ შევასრულეთ. სიტყვის კაცობა ცხოვრების უპირველესი პრინციპია ჩვენთვის!

მე და ჩემი გუნდი საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით! თქვენ ვისთვის და რისთვის?“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები