პოლიტიკა

დავით ბაქრაძე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ინფორმირებული იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

07.09.16 21:00


ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი მნიშვნელოვანი დადასტურებაა იმ ინტერესის და მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს გააჩნია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, მისი თქმით, ამ კომისიის სხდომაზე განხილული იქნება ვარშავის სამიტზე მიღწეული შეთანხმებები.

„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილება ის კონკრეტული შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ვარშავის სამიტზე, განვიხილავთ იმ თავდაცვის სისტემების გაძლიერების მექანიზმებს, რომელიც შეთანხმდა ვარშავის სამიტზე. ასევე განხილული იქნება სტრატეგიული კომუნიკაციების მექანიზმები, რომელიც ვარშავის სამიტზე შევათანხმეთ. ასევე საუბარი იქნება საქართველოს მისწრაფებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ძირითადი ინსტრუმენტებით. ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველო მოემზადოს ევროპისთვის, ეს არის წლიური ეროვნული პროგრამა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ქართული მხარე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გააცნობს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველოს გააჩნია, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს.

„შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც იგეგმება, დარწმუნებული ვარ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ინფორმირებული იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები