პოლიტიკა

კახა კალაძე: ოქრუაშვილი არის არშემდგარი ადამიანი

07.09.16 21:30


ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირაკლი ოქრუაშვილს არშემდგარ ადამიანს უწოდებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებები უხერხულია.

„მოვისმინე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები, კალაძემ ფეხი დამიდოო. როდესაც სპორტში ვიყავი, რონალდუ, ზიდანი, რონალდინიო აკეთებდნენ ხოლმე განცადებებს, კალაძე ფეხს მიდებსო და ახლა მე ვფიქრობ, ცოტა უხერხულია ამ ბრალდებების ერთმანეთთან შედარება. ოქრუაშვილი არის არშემდგარი ადამიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ კახა კალაძე მას სამი წელია, ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან ებრძვის.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები