საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

24.08.20 15:40


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა მათგანის მიმართ კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიება.

 

,,დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დარჩა. ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა მათგანის მიმართ კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიება. ადვოკატებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ეს პოზიციები ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე არ იყო გაკეთებული. იგივეს აცხადებდნენ რასაც წინა პროცესებზე აცხადებდნენ. შესაბამისად, სასამართლომ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება,” - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები