პოლიტიკა

ლევან იზორია: ნატო მზად არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით მხარდაჭერა გააძლიეროს

08.09.16 14:35


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერადურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო მხარს უჭერს იმ რეფორმებს, იმ წარმატებას, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.

მისივე თქმით, ნატო მზად არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით მხარდაჭერა გააძლიეროს.

„ნატო უფრო მეტად არის საქართველოში თავისი შესაძლებლობებით, თავისი წვრთნებით, პროგრამებით, რაც შესაძლებელს ხდის, გაიზარდოს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მან ნატოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტნიორებთან ერთად მომზადდა 4-წლიანი სტრატეგიის გეგმა, რომლის განხილვაც ახლო მომავალში უწყებათაშორის ფორმატში დაიწყება და შემდეგ მისი განხილვა უფრო ფართო ფორმატში გაგრძელდება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები