პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი -„ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი საპარლამენტო არჩევნებზე

25.08.20 17:00


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პირველ რიგში სწორედ „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს საქართველოში წარმოდგენილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რათა მმართველ მიეცეს შესაძლებლობა, სწორედ საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით აჩვენოს პარტნიორებს, თუ როგორ წარმართავენ რიგი ოპოზიციური ჯგუფები საკუთარ საარჩევნო კამპანიას.

 

ამის შესახებ დეპუტატმა საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით ხელოვნური ბარიერების შექმნის თაობაზე ოპოზიციის განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებთან განუცხადა.

 

„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გვექნება საშუალება, სწორედ საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით ვაჩვენოთ, მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები ორიენტირებული იქნებიან საკუთარ გეგმებზე, საარჩევნო სტრატეგიაზე, თუ ისინი მიმართავენ ბინძურ მეთოდებს და იქნებიან ორიენტირებული ძალადობრივ კამპანიაზე.

 

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ შეუფერხებლად მიეცეთ შესაძლებლობა, ჩამოვიდნენ საქართველოში და მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

 

ჩვენი გუნდი ამუშავებს მთელ რიგ საკითხებს პარტნიორებთან ერთად, რომ შეუფერხებლად, მაქსიმალურად ნაკლები ბარიერების საფუძველზე, ამასთანავე მათი ჯანმრთელობისთვის რისკების გარეშე უზრუნველყოფილი იყოს დამკვირვებლების წარმოდგენა საქართველოში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები