პოლიტიკა

სოფო კილაძე: კარგი იქნებოდა, ელენე ხოშტარიას რუსეთის ოკუპანტობა მაშინ გახსენებოდა, როცა იქ სწავლობდა

25.08.20 17:40


ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, კარგი იქნებოდა ელენე ხოშტარიას რუსეთის ოკუპანტობა მაშინ გახსენებოდა, როცა იმ ქვეყანაში სწავლობდა.

 

კილაძის შეფასებით, მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან რაიმე ფორმით ალიანსშია.

 

„ელენე ხოშტარიას, როცა თვითონ სწავლობდა ოკუპანტ ქვეყანაში, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა. ჩემს პირად პოზიციას გეტყვით, მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან არის რაიმე ფორმით ალიანსში ან მისგან ფინანსდება. ეს, პირველ რიგში, კანონდარღვევაა, მაგრამ მორალურადაც დაუშვებელია. წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას და შემდეგ ჰქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. რაც შეეხება გამოძიებას, უნდა ჩატარდეს თუ არა, ამას პროკურატურა გადაწყვეტს“. - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/ნფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიების განცხადებით, პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ საარჩევნო სიიდან უნდა მოიხსნას, რადგან დოკუმენტებით დასტურდება, რომ პარტია კრემლიდან ფინანსდება.

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები