პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: თაკო ჩარკვიანს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს

25.08.20 18:00


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარეს, თაკო ჩარკვიანს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

 

როგორც სამადაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, თუ ვინმემ ოპოზიციური შეთანხმება დაარღვია, ეს მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძეა, რომელმაც ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

 

„ქალბატონ თაკო ჩარკვიანს არანაირი შანსი არ აქვს ამ მაჟორიტარული ოლქის მოგების, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ხსნის კანდიდატურას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

ამასთან, თაკო ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ მის და გიორგი ვაშაძის ირგვლივ ოპოზიციის ნაწილის განწყობები სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტიკური სიძლიერიდან გამომდინარეობს.

 

გიორგი ვაშაძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების დარღვევას და ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას გადაწყვეტს, მას ამისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში შესაძლოა გიორგი ვაშაძეს კონკურენტი დაუყენოს.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები