პოლიტიკა
26.08.20 10:30
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ნატალია ვუტოვას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობაზე. აღინიშნა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდი მართლაც გამოწვევებით იყო სავსე, რაც განპირობებული იყო „კოვიდ-19“-ის პანდემიით, თუმცა საქართველომ შეძლო თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველომ, შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ხელშესახები მემკვიდრეობა დატოვა.
ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ ოფისი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტების განსახორციელებლად. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ უკვე მოძიებულია დაფინანსების დიდი ნაწილი. მინისტრის განცხადებით, სამოქმედო გეგმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდირებას.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობაზე, რომელიც წელიწადში ორჯერ მზადდება. აღინიშნა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშით მუდმივად ხდება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, აღნიშნული ანგარიში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა დაგეგმილი არჩევნების მნიშვნელობას და მის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის მაქსიმალურ ძალისხმევას. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, საქართველოში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი მაქსიმალური რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების მისაღებად.
აღნიშნულ კონტექსტში, მინისტრი მიესალმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.
ამავე დღეს გაიმართა გაცნობითი შეხვედრა თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შორის. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას.
მინისტრის მოადგილემ, თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ. აქვე, ხაზი გაესვა საერთაშორისო მექანიზმების რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში დაუყოვნებლივი შესვლის მნიშვნელობას.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24