პოლიტიკა

"მე ვიქნები აჭარის ხმა პარლამენტში, ჩვენი წინამორბედები არ ჩანდნენ, არავის არაფერი არ უთქვამს ამ ადამიანების გაჭირვების შესახებ" - ტარიელ ნაკაიძე

26.08.20 12:40


ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ქედაში ამომრჩევლებს შეხვდა და „ხულო, შუახევი, ქედის” მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე, ცვლილებების აუცილებლობაზე და მხარდამჭერებს ევროპული საქართველოს სამომავლო ხედვა გააცნეს. დავით ბაქრაძის თქმით, დღეს აჭარის მთლიან მოსახლეობას მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აწევს თავზე, მთავრობის რეგულაციებმა თურქეთში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით კი, ეს პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა. ტარიელ ნაკაიძის თქმით, ის იქნება ხულოს და მთლიანად აჭარის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

 

„მე ვიქნები აჭარის ხმა პარლამენტში, ჩვენი წინამორბედები არ ჩანდნენ პარლამენტში, არავის არაფერი არ უთქვამს ამ ადამიანების გაჭირვების შესახებ, მე ზოგადად მსურს რომ ვიყო ამ საზოგადოების ერთ-ერთი სერიოზული წარმომადგენელი. ჩემი წარსულიც ამის კარგი დასტურია, რომ მე ამ რეგიონს ძალიან კარგად წარმოვადგენ.“ - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

 

"ყველა არსებულ პრობლემასთან ერთად, ძალიან მძიმე პრობლემა დააწვა ქედას და მთლიანად აჭარის მოსახლეობას, რაც თურქეთის გადასვლის შეზღუდვაა. ეს იყო ის ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანები არჩენდნენ თავიანთ ოჯახებს. სრულიად გასაგებია კორონავირუსი და პანდემია, თუმცა სრულიად გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ცნობის საფუძველზე გადაუშვას ადამიანები თურქეთში. მძიმე ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია, და საზოგადოებაში არსებობს ცალსახა განწყობა ცვლილებების სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებებს, ჩვენი საზოგადოება, ქედელებიც, აჭარლებიც და მთლიანად საქართველოც აუცილებლად მიიღებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები