ეკონომიკა

ნათია თურნავა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

26.08.20 15:20


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შეხვდა.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მეტ ჩართულობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ოქტომბერში დაგეგმილი დიასპორის ეკონომიკური ფორუმის ჩატარების საკითხები, რომელშიც მონაწილეობას უცხოეთში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ.

 

ფორუმი ხელს შეუწყობს დიასპორის წარმომადგენლებს, გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მონაწილეები ასევე გაეცნობიან ბიზნესის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებს, რომლითაც მათ სარგებლობა შეუძლიათ.

 

ასევე ითქვა, რომ სხვადასხვა ქვეყნაში მყოფი ქართული დიასპორის მეტი ჩართულობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მნიშვნელოვანია.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე, თორნიკე ზირაქიშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.tabula.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები