პოლიტიკა
26.08.20 16:00
საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების უმოკლეს ვადებში გადაწყვეტასა და იმ საკოორდინაციო ფუნქციის ეფექტიანად აღსრულებაზე, რომელიც რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს ეკისრებათ.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, მოქალაქეების წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემა მოკლე ვადაში და ეფექტურად გადაიჭრას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დროულად გამოვლენას და მათი მოგვარების კუთხით ოპერატიულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და იმ საჭიროებებს, რომელთა გათვალისწინება მომავალი წლის პრიორიტეტებში იგეგმება.
აღინიშნა, რომ ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, როგორიცაა გზა, ბუნებრივი აირი და წყალმომარაგება, უნდა გაგრძელდეს უშუალოდ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაც“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონებში არსებული იმ ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.
პრემიერის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.
იმ რეგიონებიდან, რომელთა გუბერნატორები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არიან წარდგენილნი, შეხვედრაში სახელმწიფო რწმუნებულების მოვალეობის შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24