ეკონომიკა

აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში 28 156 547 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

08.09.16 15:25


ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 42%-ით აღემატება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 64,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. კერძოდ ჩინეთი - 184% (3 368 361), უკრაინა - 75% (3 042 192), ბელარუსი - 47% (667 656), რუსეთი - 45% (14 664 610), პოლონეთი - 34% (1 367 960), ესტონეთი - 39% (413 364), ყირგიზეთი - 107% (163 966), აშშ - 10% (171 316) იაპონია - 12% (101 448), დიდი ბრიტანეთი - 65% (67 522), ლატვია 9% (772 926) და სხვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება - რუსეთი (14 664 610), ჩინეთი (3 368 361), უკრაინა (3 042 192) , ყაზახეთი (2 287 826 ბოთლი) და პოლონეთი (1 367 960).

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 804 910 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 11,03 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთანშედარებით 12%-ს აღწევს.

”მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა დასაბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 108,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 8 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 82 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა”, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები