პოლიტიკა

ვმუშაობთ, რათა გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა ქვეყანაში დაბრუნდეს – საგარეო

27.08.20 10:45


საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა ქვეყანაში დაბრუნდეს.

სამინისტროს თქმით, ქალი ამჟამად საბერძნეთში იმყოფება.

 

„საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის იმყოფება საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს აღნიშნულ ქალბატონს ქვეყანაში გამომგზავრების პროცესში, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები.

 

უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში, ასევე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას PCR ტესტირებას“, – უთხრა სამინისტრომ ნეტგაზეთს.

 

თერჯოლის რაიონში, სოფელ ძევრში 23 აგვისტოს 11 წლის მოზარდი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის მამას თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, მას ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

რაც შეეხება ბავშვის დედას,,ტელეკომპანია „პირველთან“ ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალს საბუთების გამო საზღვარზე პრობლემა შეექმნა და სტამბოლის აეროპორტში იმყოფება.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები