პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა და ეს ძალიან სამწუხაროა

27.08.20 11:00


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას გიორგი ვაშაძე სამწუხარო ფაქტს უწოდებს.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება, და ეს ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ. მათ გატეხეს სიტყვა, მათ დაარღვიეს შეთანხმება, ამის დასტურია სხვა შეთანხმების მონაწილეების განცხადებები. ძალიან ვწუხვარ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები