პოლიტიკა

ლუკაშენკომ სალომე ზურაბიშვილს შატილის ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

27.08.20 11:15


ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტ ლუკაშენკოს ოფიციალურ ვებსაიტზე ვრცელდება.

 

ლუკაშენკოს სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ ბელარუსი ინფორმირებულია შატილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. წერილში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ბელარუსი ხალხის სახელით დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარს უცხადებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 

ინფორმაციისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები