პოლიტიკა

"პირდაპირ არიან ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულები და მათ რბილ ძალას წარმოადგენენ საქართველოში" - ენმ "პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს

27.08.20 12:00


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ "პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბარამიძემ ისაუბრა.


ბარამიძის თქმით, "პატრიოთ ალიანსის" წევრები პირდაპირ არიან ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულები და მათ რბილ ძალას წარმოადგენენ საქართველოში.

 

„ამ დღეებში გავრცელდა დოკუმენტებით დადსტურებული ინფორმაცია, რომ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ კრემლიდან ფინანსდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, ამ ორგანიზაციის საქმიანობა. ისინი პირდაპირ არიან ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულები და მათ რბილ ძალას წარმოადგენენ საქართველოში. ატარებენ კრემლის პოლიტიკას. ახლა ჩვენ გვაქვს კონკრეტული იფნორმაცია მათ დაფინანსებაზე. საუაბრია 8 მილიონ 430 ათას დოლარზე. ენმ მოითხოვს ხელისუფლებისგან ეს ორგანიზაცია როგორც ანტისახელმწიფოებრივი და კრემლის მიერ მართული, საარჩევნო პროცესიდან მოიხსნას და ჩამოშორდეს საპარლამენტო არჩევნებს. დარწმუნებული ვარ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს ყველა ნორმალური პოლიტიკური გაერთიანება თუ ცალკეული მოქალაქე, რადგან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზეა საუბარი“ .

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები